როგორ ებრძვიან სამართალდამცველები ოჯახურ ძალადობას?
პროექტის – „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ – ფარგლებში, სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობა, პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენციების, ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას საქართველოში ესტონეთის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.