მარიამ ჯაში: ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და კითხვები თუ დარჩება, მინისტრი მზადაა, მოვიდეს

პარლამენტში განათლების კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენა უნდა დაწყებულიყო.
თუმცა შეხვედრაზე მისული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ მინისტრის მოსმენა აინტერესებთ და დეპარტამენტის უფროსის მოსმენა არ სურთ.
„ეს უნდა იყოს საქმიანი შეხვედრა. პოლიტიკურ ნაწილზე მინისტრი მზად არის შესახვედრად. გვექნება შესაძლებლობა მინისტრთან შეხვედრის. ჩვენ მართლა გვაინტერესებს ანგარიში და გვაცალეთ, რომ მოვისმინოთ. ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და კითხვები თუ დარჩება, მინისტრი მზადაა, მოვიდეს”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები