დუშეთში „საახალწლო ქალაქი“ მოეწყობა

30, 31 დეკემბერს დუშეთში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები:
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 30 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყობა „საახალწლო ქალაქი“. გაიმართება თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მუსიკალური ბენდის თანხლებით.
31 დეკემბერს, 20:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საახალწლო-სადღესასწაულო კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დასრულდება ფოიერვერკით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები