11136 გადამხდელს 539 370 407.70 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

გადასახადის 11136 გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-28.12.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 539 370 407 .70 ლარი. მათ შორის:
ა) ქვეპუნქტით – 11 132 გადამხდელს 539 368 444.30 ლარი
გ) ქვეპუნქტით – 4 გადამხდელს 3 962.80 ლარი.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა. ცვლილების თანახმად, ჩამოწერას დაექვემდებარა:
2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები