ეკა ბესელია: მე სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ და გადავწყვეტ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია “ქართული ოცნების” დატოვებას არ აპირებს. როგორც მან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, თანამდებობა არ უღირს ამ პროცესებზე თვალის დახუჭვად.
მისივე შეფასებით, სოფო კილაძე გუშინდელი განცხადებების გამო, უხერხულად გამოიყურება.
„ვინც ეძებს ან ცდილობს, მოიფიქროს სხვა მიზეზი, მე მგონი, რომ ამით თავად იგდებს უხერხულ მდგომარეობაში თავს. იქვე ჩნდება კითხვა, მათ თავად თქვან, რა არის მიზეზი. ეს გადაწყვეტილება მივიღე ოთხშაბათს და ხუთშაბათს გამოვაცხადე, რადგან ველოდებოდი ზარდიაშვილის განცხადებას, რომელიც დაგვიანდა. განცხადება მივიღე ჩემს ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე. ჩემთვის ამას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა და არა იმას, ვინ ვის დაასწრებდა საჯაროდ განცხადების გაკეთებას და იმის თქმას, რომ ეს პროცესი შეჩერდა, არამედ შედეგს. არ ვაპირებ შიდა საკითხებზე საჯაროდ საუბარს, შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ფაქტი, რასაც ვამბობ, ვამბობ გულწრფელად. ვერ ვიტან ტყუილს.
არ ვაპირებდი ამ გადაწყვეტილების მიღებას ოთხშაბათამდე, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო, ამას გეგმავდა და იურიდიული კომიტეტი სჭირდებოდა, რათა ბარიერები არ შექმნოდა, ამაზე თავად ისაუბრონ. არ მინდა, აქამდე დავიდე და დავიყვანო ეს მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ახმოვანებს ეს ქალბატონი, მე მგონი, მისთვისვე უხერხულია ამ როლში ყოფნა. როგორც ჩანს, ვიღაცის სურვილი იყო, როცა ეს ხმოვანდებოდა.
არანაირი თანამდებობა და არანაირი პოზიცია არ მიღირს იმის საპირწონედ, რომ ამ პროცესზე თვალი დავხუჭო. ეს თანამდებობები შეიძლება სხვას უკვირდეს. მე სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ და გადავწყვეტ. გუნდში ყოფნას რაც შეეხება, ეს ჩემი გუნდია და არ ვფიქრობ წასვლას. არ მგონია, რომ ამის წინაპირობები შეიქმნას. როგორ უნდა იყოს შიგნით შეთანხმება და წესების დაცვა ეს არ მესწავლება, შემიძლია სხვას ვასწავლო”, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები