ეკა ბესელია: ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება მძიმე გადაწყვეტილებაა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო.
მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმები დასახვეწია.
„ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვერ ჩავერევით საბჭოს წევრების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ვერ ვუკარნახებთ, ვინ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყველამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს, ამიტომ მგონია, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. საბჭოს გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმები უნდა დაიხვეწოს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწვეტილებას, რასაც საბჭო იღებს. კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ არ იყოს კითხვები შეუვალობასთან, კვალიფიკაციასა და სანდოობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები