როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალ წელს

31 დეკემბრის ღამეს და პირველი იანვარს დედაქალაქში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თოვა შიდა ქართლის ცალკეულ რაიონებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაშია მოსალოდნელი.
„ახალი წლის ღამეს მცირე თოვაა მოსალოდნელი, ისიც ყველგან არა -უფრო შიდა ქართლში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, მოსალოდნელია მცირე თოვლ-ჭყაპი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31-ში ღამით თბილისში მოსალოდნელია ღამით -1 +1, ხოლო დღისით. +4 + 6“, – განუცხადა „კვირას“ სვეტლანა ნიორაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები