თბილისის ქუჩებში საზეიმოდ მორთული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები 3 დღე ივლიან (ვიდეო)

დღეიდან, თბილისის ქუჩებში მოსახლეობას საახალწლო განწყობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც შეუქმნიან.
საახალწლო აქციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავენ.
საზეიმოდ მორთული ორი სახანძრო -სამაშველო ჯგუფები დედაქალაქის ქუჩებსა და საახლწლო სოფლებს შემოივლის და მოსახლეობას შობა – ახალ წელს მიულოცავენ.
საახალწლო აქცია დღეს, 18:30 წუთზე დაიწყება. საზეიმოდ მორთული მანქანები დროდადრო გაჩერდებიან და მეხანძრე -მაშველები პატარებთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.
სახანძრო – სამაშველო მანქანები თბილისის ქუჩებში 3 დღის განმავლობაში ივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები