ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საახალწლო მუსიკალური შეხვედრა გაიმართება
28 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საახალწლო მუსიკალური შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, შეხვედრას „ბრავო მაესტრო“ ჰქვია და ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები შესრულდება.
მონაწილეობენ: ნატო გაბუნია, ვიოლინო;
მამიკონ ნახაპეტოვი, ფორტეპიანო;
ტრიო „სტორიონი“ – ბარტ ვან დე როერი, ვოუტერ ფოსენი, მარკ ფოსენი;
კვარტეტი „იბერი”;
ანსამბლი „რუსთავი“.
ნოდარ გაბუნია – გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი, ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000 წწ), სხვადასხვა წელში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და თავმჯდომარე. ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას, როგორც პიანისტი; შეასრულა ბეთჰოვენის ყველა სონატა; ასევე, იყო ბ. ბარტოკის შემოქმედების აქტიური პროპაგანდისტი.
ნოდარ გაბუნიამ აღზარდა ახალგაზრდა პიანისტთა მთელი პლეადა, რომლებიც წარმატებით გამოდიან დიდ საკონცერტო ესტრადაზე.
ბილეთები იყიდება კონსერვატორიისა და თბილისის საკონცერტო დარბაზების სალაროებში; ასევე, საიტზე tkt.ge.