ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა.
„კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი ამ ეტაპზე გადავწყვიტოთ, რომ ეს ვაკუუმი არ დავტოვოთ ღიად. მე პირადად, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვაყენებ საკითხს, რომ დავასახელო პირველი მოადგილის პოზიციაზე გედი ფოფხაძის კანდიდატურა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა:
„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები