ელიას მთაზე ზეთისხილის 50 ნერგი დარგეს
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფონდ „გაამწვანე საქართველოსთან“ ერთად ზეთისხილის ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქცია თბილისის ელიას მთაზე, დიდი ელია წინასწარმეტყველის სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განხორციელდა. აქციის ფარგლებში ზეთისხილის 50 ნერგი დაირგო, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატს სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულის დაარსებულმა კომპანია „Geolive“ – მა მიაწოდა.