ბიბილოვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ: არანაირი ურთიერთობები არ იქნება, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან
ე.წ. სამხრეთ ოსეთს არანაირი ურთიერთობები არ ექნება საქართველოსთან, სანამ საქართველო ბოდიშს არ მოიხდის და არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არანაირი ურთიერთობა არ გვექნება ქართულ მხარესთან, სანამ საქართველო არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და არ მოიხდის ბოდიშს ჩადენილი დანაშაულებისთვის ჩვენი ერის მიმართ. მინდა განვაცხადო, რომ ქართული მხარე ბოლო დროს ხშირად ეწვევა სამხრეთ ოსეთის საზღვარს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მაინცდამაინც კარგად არ იქცევიან და სხვადასხვა პროვოკაციულ აქციას აწყობენ”,- განაცხადა ბიბილოვმა.