საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
„საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, თბილისში და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში, გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი საკონტროლო გამშვები პუნქტის „სადახლო“ გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ახდენდა HEETS-ის ფირმის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 4 598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები