პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გააუქმა
საომარი მდგომარეობის ვადა, რომელიც უკრაინაში ერთი თვის წინ ქერჩის ინციდენტის გამო გამოცხადდა, ამოიწურა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულებაშია აღნიშნული.
ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ამ რეჟიმის ვადის გაგრძელებას.
“ახლა ზუსტად 14:00 საათია, მთავრდება საომარი მდგომარეობა. ეს ჩემი პრინციული გადაწყვეტილებაა, ის დაფუძნებულია მიმდინარე მოვლენების ანალიზზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.