საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხელმძღვანელობით, 12:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია, სხდომაზე ეკლესიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება, უკრაინის საეკლესიო საკითხებს.
ცნობისთვის, წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება.