ანატოლი ბიბილოვი: საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია

ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მილიტარიზაციის პროცესზე. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
“ჩვენ არ ვიცით, ამჯერად, რა შეიძლება მოუვიდეს თავში მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია. მასში არ არის ლოგიკა, რისი დამადასტურებელიცაა ის, რომ საქართველოს არ შეუძლია იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც თავის დროზე თურქეთისგან და სპარსეთისგან იხსნა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველომ საკუთარი სახელმწიფო შეიძინა”, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს მილიტარიზაციით არის შეშფოთებული.
“გასაგებია, რომ საქართველო არ აპირებს შეურიგდეს იმ პოლიტიკურ რეალობებს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. სხვა მხრივ, ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, სადაც გარკვევით წერია, რომ თავდასხმა ერთ-ერთზე მიიჩნევა, როგორც თავდასხმა მეორე მხარეზეც. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შემუშავებაზე და ვერცერთ ქორს საქართველოდან, ვერ ეყოფა გამბედაობა, რომ დაარღვიოს ჩვენი სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოება”, – აცხადებს ბიბილოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები