„თი-ბი-სის“ სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს
„თი-ბი-სიმ” საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კომპანიის CSR პროექტები 5 სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, „თი-ბი-სის“ გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი 2019 წელს თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება: ახალი პროექტის „თი-ბი-სის სტიპენდიანტების“ ფარგლებში, კომპანია 200 გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.
ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა სტარტაპერის თითქმის 2-წლიანი ისტორია კი 410 სტარტაპსა და ჯაბში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.
მემკვიდრეობის შენარჩუნება „თი-ბი-სის“ 26 წლიან ისტორიაში და დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროქტი, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს, მათ შორის მაიკროსოფტთან ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – Kartulad.ge, რომლის მიზანია კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვა.
მემკვიდრეობაზე ზრუნვის პარალელურად, „თი-ბი-სისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც „თი-ბი-სი“ სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. „თი-ბი-სი“ ისეთი ღონისძიებების პარტნიორია, როგორებიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.
კულტურის მხარდაჭერა „თი-ბი-სის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია საბა, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა – www.saba.com.ge, არტარეა – პირვლი ქართული არხი კულტურაზე, მრავალი კულტურული ღონისძიება „თი-ბი-სი“ გალერეასა და „თი-ბი-სი“ არტ გალერეაში, პროექტი 12, ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.
26 წლიანი ისტორიის მქონე „თი-ბი-სის“ დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია და ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი „თი-ბი-სის“ მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი.
26 წლის მანძილზე „თი-ბი-სიმ“ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
R