გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი ზვავსაშიშროებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო გადაადგილება შესაძლებელი არ არის.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალული იყო მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.