სინოპტიკოსები ზვავს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ – ამინდის პროგნოზი
26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.