სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის საფასური რეგიონებშიც მცირდება

რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მცირდება. იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის პირველი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი” ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. “საქორგაზის” აბონენტებისთვის, ამჟამად, მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო პირველი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება – 56.999 თეთრის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისშიც შემცირდა. დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.
ახალი ტარიფები 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში და ასევე რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები