უკრაინის პატრიარქი: ქართველმა ხალხმა უკვე გადაიტანა ის, რასაც დღეს ჩვენ განვიცდით
მე მივდივარ არჩევნებზე და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმაც მოუწოდა საზოგადოებას, მივიდნენ არჩევნებზე,- ამის შესახებ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. პატრიარქის თქმით, ვინც არჩევნებზე არ მივა, ნუღარ დაიწუწუნებს, უკრაინელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი და ვინ იქნება მათი პრეზიდენტი, თავად უნდა გადაწყვიტონ. პატრიარქი ფილარეტი უკრაიმნისადმი გამოხატულ რუსულ აგრესიაზე საუბრობს და პარალელებს საქართველოსთან ავლებს.
„ქართველმა ხალხმა უკვე გადაიტანა ის, რასაც დღეს ჩვენ განვიცდით, ჩვენ მოძმე ხალხები ვართ და ორივეს გვაერთიანებს სურვილი, ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში. დღეს, როცა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რუსეთის აგრესია ემუქრება, ტარას შევჩენკოს პოეზია და იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის უკრაინის თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად ჯერ კიდევ 100 წლის წინ იბრძოდა. მე მივდივარ არჩევნებზე და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმაც მოუწოდა საზოგადოებას, მივიდნენ არჩევნებზე, ვინც არ მივა, ნუღარ დაიწუწუნებს, უკრაინელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი და ვინ იქნება მათი პრეზიდენტი, თავად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა პატრიარქმა.