რა გახდა ოჯახური ტრაგედიის მიზეზი ოჩხამურში – რატომ დააობლა თეიმურაზ ქოქოევმა 8 შვილი

29 წლის რუსუდან ბერიძე მეუღლემ ეჭვიანობის გამო მოკლა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, თეიმურაზ ქოქოევი თანასოფლელზე ეჭვიანობდა და სწორედ ამის გამო ფეხმძიმე მეუღლე მოკლა. ქოქოევი წამოშობით ქარელის რაიონის სოფელ იმერხევიდან იყო.
„ქმარი რუსუდანზე ეჭვიანობდა. სოფელში ამბობენ, რომ რუსუდანს საყვარელი ჰყავდა. ამის შესახებ ძმებმაც იცოდნენ. ქმარმა კი ეს ამბავი ერთი თვის წინ შეიტყო. სავარაუდოდ, ის უცხო კაცი ქოქოევის რაიონიდან იყო. ამის შემდეგ დაიწყო ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობა. ხშირად ჩხუბობდნენ. დღეს კი სოფელში დიდი ტრაგედია მოხდა“, – განუცხადა „კვირას“ სოფლის რწმუნებელმა როლანდ ბერიძემ.

პრეისტორია:
სოფელ ოჩხამურის მკვიდრი რუსუდან ბერიძე ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც თეიმურაზ ქოქოევზე დაოჯახდა. ქოქოევი წარმოშობით ქარელის რაიონის სოფელ იმერხევიდან იყო. ოჯახს პირველი შვილი, ბიჭი 2000 წელს შეეძინა. 2006 წელს რუსუდან ბერიძე მეუღლეს დაშორდა და ხუთი შვილით ქობულეთში დაბრუნდა.
„რუსუდან ბერიძე მუნიციპალიტეტში ხუთი შვილით მოვიდა და თავშესაფარს ითხოვდა. მას კიდევ სამი ძმა და ერთი და ჰყავს, თავადაც მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყო, ბერიძეები სოციალურად დაუცველთა ოჯახს წამოადგენენ. ხუთი შვილის დედას ქუჩაში ხომ არ დავტოვებდით. ძველი საავადმყოფოს შენობაში ფართი გამოვყავით და რუსუდანი შვილებთან ერთად შევასახლეთ. მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველთა პროგრამით ფინანსურადაც ეხმარებოდა“, – აღნიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დალი მილქანაძემ.4
ამის შემდეგ, რუსუდან ბერიძეს მეუღლე შეურიგდა. თეიმურაზ ქოქოევი ოჩხამურში ჩავიდა და ოჯახს კიდევ სამი შვილი შეეძინა. მათ შორის, 2011 წელს – გაგა და 2013 წელს – ელენე. დედამ შვილებს დაბადების მოწმობაში ქოქოევი ჩაუწერა. სოფელში ამბობენ, რომ თეიმურაზ ქოქოევი ინვალიდი იყო და ფიზიკური ნაკლი ჰქონდა. ის მეზობლებში იშვიათად ჩნდებოდა და კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა.
დალი მიქანაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში რუსუდან ბერიძე ბოლოს რამდენიმე თვის წინ იყო მისული. მისი თქმით, ბერიძე უკვე ორსულად იყო.
ოჯახური ტრაგედია ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში 22 მაისს, გამთენიისას მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქოქოევმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს, 30 წლის რუსუდან ბერიძეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქოქოევის ცხედარი აღმოაჩინეს. ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გარდაცვლილ რუსუდან ბერიძე ოთხი თვის ორსული იყო. მას ოთხი ბიჭი და ოთხო გოგო დარჩა. გარდაცვალებამდე, 8 შვილიდან, მხოლოდ ორი, 3 წლის გაგა და 8 თვის ელენე მეუღლის გვარზე დაწერა, დანარჩენი შვილები კი დედის გვარს ატარებდნენ – ამის შესახებ „კვირას“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დალი მილქანაძემ განუცხადა.2
ობლად დარჩენილი 8 ბავშვი სოცმუშაკებმა ორ სხვადასხვა ოჯახში გადაანაწილა. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თემურ ქარცივაძის ინფორმაციით, უფროსი 14 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა 8 თვის.
„სოციალურ მუშაკებთან ერთად, ოპერატიულად ჩავედით სოფელ ოჩხამურში და დავიწყეთ მუშაობა. ბავშვები უკვე განვათავსეთ მახინჯაურში წინასწარ შერჩეულ, ადაპტირებულ ოჯახში. ამ ოჯახს არაერთგზის მიუღია და აღუზდრია ბავშვები. ამას ჰქვია გადაუდებელი მინდობით აღზრდა. ვიდრე ქობულეთში პოლიციამ თავისი საქმე დაასრულა და გამოგვატანა ბავშვები, ამ ოჯახმა ნამცხვრები გამოაცხო და დაახვედრა პატარებს. ანუ, სრულად მომზადებული შეხვდნენ ბავშვებს. პატარებს დიდი უბედურება გადახდათ თავს, თუმცა ოჯახში, სადაც ისინი გაიზრდებიან, ბევრად კარგი სოციალური პირობებია და ვიმედოვნებთ, კარგად იქნებიან”, – განაცხადა თემურ ქარცივაძემ.
რუსუდან ბერიძესა და თეიმურაზ ქოქევს სოფელ ოჩხამურის სასაფლაოზე, 24 მაისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი და დაბა ოჩხამურის საკრებულო გაიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები