ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, პაციენტს „ა“ ტიპის ვირუსი დაუდასტურდა.
„წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. დამატებითი კვლევისთვის ანალიზები თბილისში, ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ქალბატონი 17 დეკემბერს მოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მალხაზ ხალვაშმა.​
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები