წავკისში ორი ახალგაზრდა მოკლეს – გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან

თბი­ლის­ში, წავკისში ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შედეგად, ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. დაჭრილია ორი პირი.
მოკლულები ბიძაშვილები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხებათ დაჭრილებს, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დაჭრილი მამაკაცის ვინაობა და მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “ე” ქვე­პუნ­ქტით დაიწყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები