თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ალადასტურის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ჩალისპირების დასახლების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები