პატრიარქი მრევლს: თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას

“23 დეკემბერს შედგა კრება წმიდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლისა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.
“დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს. დღეს მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს, ჩვენი ეკლესიის სახელით, ერის სახელით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე. 23 დეკემბერს შედგა კრება წმიდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ადამიანს, აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი. დიდება და მადლობა უფალს! მადლობელი ვარ თქვენი – ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას“, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები