ილია მეორე: ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა

“დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

პატრიარქმა სახარებიდან იესოსა და კეთროვნების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – “იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი” და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილი, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან. როცა წავიდნენ მოძღვართან, გზაში განიწმინდნენ.
ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება: “ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?!”

ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი გვეუბნება: “სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ”. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც გვითხრას: ‘სარწმუნოებამან გაცხოვნა შენ“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები