დავით ნარმანია კალათბურთელებს შეხვდა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში კალათბურთელებს შეხვდა. საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდება ქართული კალათბურთის განვითარების ხელშესაწყობად.
როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატი აცხადებს, ქალაქის ყველა უბანში მოეწყობა და აღდგება საკალათბურთო მოედნები. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის ათივე რაიონში აშენდება მუნიციპალური საცურაო აუზები, რომლის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მოეწყობა საველოსიპედო და სარბენი ბილიკები.
მისივე თქმით, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებლად აუცილებელია, კალათბურთელებსა და მწვრთნელებს პროგრამული მიმართულებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.