ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ცვლილებების ინიცირება უკვე მოხდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
„ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით დავიწყებთ, რომლითაც გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება არ ექნება. ეს ინიციატივა ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით, რათა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება იყოს განხორციელებული და დრო მაქსიმალურად იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ბესელიამ.