მამუკა მდინარაძე: რომ არა ახალი რეგლამენტი “ნაცმოძრაობა” სხდომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდა როცა დასჭირდებოდა 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თქმით, რომ არა ახალი რეგლამენტი “ნაციონალური მოძრაობა” სხდომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდა როცა დასჭირდებოდა. მისივე განცხადებით, ახლა ისინი ცდილობენ სხდომებს არ დაესწრონ და ეს ბოიკოთ “გააპრავონ”.
„ხომ შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ნაწილში ნახევრად სიმართლე მაინც ილაპარაკოს? – აქაც ვერ ახერხებენ. სხდომებს რომ არ დაესწრონ, ბოიკოტი მოიგონეს. ეს ის მომენტია, როცა ცდილობენ, სხდომებს არ დაესწრონ, არ იმუშაონ და ეს „გააპრავონ”. რომ არა ახალი რეგლამენტი, ისინი სხდომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდნენ, როცა დასჭირდებოდათ – პროვოკაცია, ხმამაღალი განცხადებები და დესტრუქცია”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები