ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ზვიზდ გამსახურდიას საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდის კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის საკითხს ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს. კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში 14 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 31 დეკემბერს კი საქმეს ხანდაზმულობის ვადა გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები