სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ის აპრილის ბოლოს ჩატარდება.
„კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, რადგან წინ რამდენიმე თვეა. ვიბრძოლებთ, რომ ეს მანდატი მოვიპოვოთ”, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისათვის, ​სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ის  დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები