გაიზრდება თუ არა სკოლებში მენინგიტის გამო დასვენების დღეების რაოდენობა?

რამდენიმე დღეში კიდევ გვექნება შეკრება ჯანდაცვის სამინისტროსთან, დავაკვირდებით ამ დღეებში როგორი იქნება დინამიკა და მომდევნო ნაბიჯებს ამის მიხედვით დავგეგმავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შესაძლოა თუ არა გაიზარდოს სკოლებში გამოცხადებული დასვენების დღეების რაოდენობა მენინგიტის ინფექციის გამო.
“ორი დღით ვწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს საჯარო სკოლებში და ასევე საბავშვო ბაღებში. ეს დრო თავიდან ბოლომდე მოხმარდება სკოლების საფუძვლიან დამუშავებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს. პირველადი დამუშავებები პირველი დღიდან დავიწყეთ როგორც კი გამოვლინდა ინფექცია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ კიდევ ერთხელ და უფრო მასშტაბური ხასიათი მივცეთ ამ ღონისძიებებს, რომ პრევენცია მოვახდინოთ დაავადების შემდგომი გავრცელების. საგულისხმოა, რომ დაავადების გამოვლინება უსიმპტომოდ ხდება და რამდენიმე დღეა საჭირო დაკვირება ბავშვზე, რომელსაც აქვს ინფექცია, რათა ეს დროულად იქნას გამოვლენილი და შემდეგ სკოლაში არ გახდეს ინფექციის წყარო”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები