სერბეთში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სერბეთში, ქალაქ ნიშში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 22 დაშავდა. მომხდარის შესახებ ადგილიდან ტელეარხი РТС იუწყება.
დაშავებულთა რიცხვიდან 6 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საავარიო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა, რომელი არ არის აღჭურვილი შლაგბაუმით. დონ-მედჟუროვო დასახლებული პუნქტიდან გამოსული მატარებელი ავტობუსს შეეჯახა რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. დარტყმის შედეგად მატარებელი ნაწილობრივ გადავიდა ლიანდაგებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები