დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით: აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს

ლევან ყიფიანთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ მივმართე სარჩელით პროკურატურას, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფაქტთან, რაზეც ომეგა „ჯგუფთან დაკავშირებით“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო საუბარი, არანაირი შეხება არ აქვს.
„ლევან ყიფიანთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ მივმართე სარჩელით პროკურატურას. ჩემი მიზანია, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. თუ იქ გამოძიება დაადგენს, რომ რაღაცა ხდებოდა, ეს უნდა დადგინდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა არ მაქვს და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები