ვააზისუბანში „საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების დროს დაცვის თანამშრომელი დაშავდა
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში „საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების დროს დაცვის თანამშრომელი დაშავდა.
თავდასხმისას დაცვის თანამშრომელმა სახის არეში, წარბთან მსუქი დაზიანება მიიღო.
“კვირას” ინფორმაციით, წაღებულია თანხა თუმცა ამ დროისთვის თანხის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.