სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

რა თქმა უნდა, მოვისმენთ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კანდიდატურებზე ფიქრობს შეჯერებას და ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ​არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის წინ განუცხადა.
ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ​არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
„როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს ამ მოცემულობიდან გამომდინარე წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ამ პროცესის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, ასევე გარკვეული გამოწვევებიც. ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, რომელი კანდიდატურების წარდგენა მოხდება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები