ოხანაშვილი უდუმაშვილის განცხადებაზე: სათანადო შეფასებას მოითხოვს როგორც პარლამენტის, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ზაალ უდუმაშვილის მხრიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, ქალი პოლიციელების მიმართ გაკეთდა დისკრიმინაციული განცხადება, რითაც მან დააკნინა ქალის პროფესიული შესაძლებლობები და როლი საზოგადოებაში. ეს განცხადება სათანადო შეფასებას მოითხოვს როგორც პარლამენტის წევრების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან საჯარო პირის მიერ გაკეთებულ ამგვარ განცხადებას დისკრიმინაციის წახალისება შეუძლია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები