განათლების სამინისტროსა და 16 პროფესიულ დაწესებულებას შორის მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სააქციო საზოგადოება „საქკაბელსა“ და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ და პროფესიული სასწავლებლების – „მერმისი“ , „იბერია“ , „ოპიზარი“ , „მოდუსი“, „ბლექსი“, „აისი“, „ლაკადა“, „სპექტრი“, „ფაზისი“, „პრესტიჟი“, „ახალი ტალღა“, „განთიადი“,, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გორის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს აღნიშნული სასწავლებლების საკაბელო სტენდებით უზრუნველყოფას, კომპანიის ID ბარათების გადასცემას სასწავლო დანიშნულებით, პროფესიული სტუდენტების გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში, ხოლო კომპანია ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებლებთან და უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების შერჩევას და მათ პროფესიული გადამზადებას.