უმაღლესი რადას დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. მომხდარის შესახებ ტელეარხი “Newsone” იუწყება.
ტელეარხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ დეპუტატები ერთმანეთს.მედიის ცნობით, ჩხუბის ინიციატორები სახალხო დეპუტატები იური ბერეზა და ნესტორ შიფრიჩი იყვნენ.
უკმაყოფილება ტრიბუნაზე ჩამოკიდებულმა აბრამ გამოიწვია, რომელიც პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკის კრიტიკას შეიცავდა.
შიფრიჩმა პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც მას თავს კოლეგა, ბერეზა, დაესხა. ორი დეპუტატის შეტაკება კი მოგვიანებით, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.