სააკაშვილი კირკიტაძის დაკავებაზე: როდესაც პოლიციელები იქცევიან როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღონ პასუხი, როგორც ბანდიტებმა (ვიდეო)

როდესაც პოლიციელები იქცევიან როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღონ პასუხი, როგორც ბანდიტებმა,-ასე გამოეხმაურა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “პოლიტმეტრში” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პოლიცია, რომელიც თავად არღვევს კანონს ისინი უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.
“თქვეს რომ 10 პოლიციელია დაშავებული, ერთი მაინც მანახეთ დაშავებული.
უკაცრავად, თუ პოლიცია ვიღაცას ცემს, თუ პოლიცია ქურდებს აცემინებს ვიღაცას, თუ პოლიცია თავად არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით ეს უკვე აღარ არის პოლიცია. ის ადამიანები ვინც პოლიციაში არღვევენ კანონს, ისინი უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ ან ვცემოთ, ეს არ არის ჩემი სტილი და ცხოვრბაში ნაღდად არავიზე არ გამოწევია ფიზიკურად,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები