დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
დონალდ ტრამპი, ასევე, იმედოვნებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა, სხვადასხვა საკითხზე კიდევ გაგრძელდება.
„ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.
მადლობელი ვართ, თქვენი ქვეყნის მიერ ნატო-ს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისა და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები