პარლამენტის 27 დეპუტატი დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება, რათა ხვალ სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდეს
პარლამენტის 27 დეპუტატი ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება, რათა ხვალ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლდეს, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომა 10:30 საათზე ჩაინიშნა.
ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილები.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხვალ დილით, 09:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.
ლიდერები კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.