ადვოკატი: თუ გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები შეწყდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ

თუ ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები შეწყდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვას ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმის გამოძიებას სჭირდება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნებაც.
„პროკურატურის მთავარ ოფისში უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ ცოტნე და კონსტანტინე განსახურდიები, ისეთი ელემენტარული მოთხოვნით როგორიცაა ის, რომ გამოძიებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. სულ რაღაც 2 კვირააა დარჩენილი, პროკურატურამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება.
მე როგორც ადვოკატმა, ჩემი პოზიციები როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით, რა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რა საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება რომ ჩატარდეს და უნდა ჩატარებულიყო აქამედეც, არაერთხელ მივაწოდე, მათ შორის , მთავარ პროკურორს. მე ვერ ვხედავ როგორც ადვოკატი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური ნება. გესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი და უკავშირდება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობას. ვერ ვხედავ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მზადყოფნას იმისათვის, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. გუშინწინაც მქონდა შეხვედრა საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან და იქაც დავაფიქსირე, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული პროკურორის , გამომძიებლის კომპეტენციის და პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის, პირველ რიგში, ქვეყნის მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმის შეწყვეტაზე, იმაზე, რომ ჩვენი აზოგადოება ვერასდროს გაიგებს რელაურად რა მოხდა სინამდვილეში, არა იმიტომ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება“- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, თუ საგამოძიებო სისტემა ერთიანად იმუშავებს, შესაძლებელი იქნება სამართლებრივი შედეგის დადება.
„მიმაჩნია, რომ დარჩნილ პერიოდში ჯერ კიდევ შესაძლებელია განხორციელდეს ქმედითი საგამოძიებო ეფექტიანი ღონისძიებები. ამაში ჩართული უნდა იყოს პირადად შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური , ყველა ძალოვანმა სტრუქტურამ ერთობლივად უნდა შეძლოს შეუძლებელი და დარჩენილ დროში კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადონ.
ამის სურვილი რომ ჰქონოდა პროკურატურის მინიმუმ 2015 წლის შემდეგ, რაც საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა , მინიმუმ გაკეთდებოდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და არა ის, რომ „ალფას“ თანამსშრომლებს თვეში ერთხელ იბარებენ, ,დაკითხვენ, გაუშვებენ, მერე ისევ იბარებენ. 2017 წელს დაიწყეს გამოკითხვები და დღემდე არ ამოუწურავთ საგამოძიებო მოქმედებები. ვის შეიძლებოდა ეს დანაშუალი ჩაედინა – ეს იყო, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურები. პირდაპირ ასახელებს კონკრეტული წყარო ერთერთ თანამდებობის პირს, რომელიც არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა საქართველოში სპეცდანიშნულების მებრძოლთა ცენტრს. საქართველოს პირველ პრეზიდენტს მონადირეები და შემთხვევითი ადამიანები არ მოკვლავდნენ. ის მოკლა სპეცსამსახურების მებრძოლმა . წელიწადნახევარი ვითხოვდი, რო მ ეს ადამინი დაეკითხათ.
გასაგებია, რომ შევარდნაძის დროს , არავინ არაფერს გააკეთდებდა .გასაკვირია, რომ წინა ხელისფულების დროსაც ბევრი რამ არ გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო . განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას , ვის დროსაც იხურება ეს ისტორიული საქმე.
რას ვაპირებთ ჩვენ თუ საგამოძიებო მოქმედებები შეწყდება – ვაპირებთ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვასთან , რათა საქმის გამოუძიებლობის გამო დაეკისროს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და იმ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, რომლებამაც პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის გაფუჭებაში.
ჩვენ იურისტები იმას, რაც დღეს ხდება ზვიად გამსახურდიას საქმეში ვეძახით საქმის გაფუჭებას.
სპეცსამსახურის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, 20-25 წლის , ახლაც აქტიური ადამიანები არიან, 40-50 წლისანი , ისინი ჯერ ისევ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, ამ ადამიანებს აქვთ გავლენები“- განაცხადა გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში 14 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 31 დეკემბერს კი საქმეს ხანდაზმულობის ვადა გადის.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები