გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2025’’ დღეს გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2025’’ დღეს გაიხსნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორიდან ბავშვების პირველი ნაკადი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გააცილა.
,,მიმდინარე წელს, ბაკურიანის ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით 16-დან 20 წლის ჩათვლით 180 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტის ფარგლებში ბაკურიანში მოზარდების 4 ნაკადი გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 ღამე და 6 სრული დღე დარჩებიან.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ისინი გაეცნობიან ინფორმაციას ემოციების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, მედიაწიგნიერების, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსები პროგრამის” ფარგლებში”,- წერია ინფორმაციაში.