კახა კალაძე: თბილისში 16 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა
თბილისის მერი, კახა კალაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად გადაცემის საკითხზე მთავრობა დღეს იმსჯელებს.
„დღეს, თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. ეს პროექტი ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ, ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში მდებარეობს“, – განაცხადა კალაძემ.