ეკა ბესელია: სალომე სამადაშვილი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე იყო

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, “ნაცმოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის კომიტეტის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სამადაშვილი, როგორც ელჩი, ქვეყნისთვის საზიანო იყო, ხოლო, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე.
„სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი – უსაქმური და კანონების არმცოდნე. არ წაუკითხავს არცერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, – აცხადებს ბესელია.
ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადავიდა. სამადაშვილის განმარტებით, მას კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები