,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ

“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ.
სისხლის უანგარო დონაციის მიზანი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა.
მ. იაშვილის სახელობის ცენრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში სადაც ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებულ 0 დან 8 წლამდე ბავშვებს მკურნალობენ. მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ხშირად იქმნება დეფიციტი და პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები