დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს

დღეს მართლადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება.
19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმიდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე, კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული იყო. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი იქნა დამტკიცებული. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები