19 დეკემბერი

10:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ზვიად გამსახურდიას საქმე. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების პროტესტი.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის დედის , ია მეტრეველის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბუტა რობაქიძის საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია და კონკურსში გამარჯვებული საქართველოს მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათ ეროვნული ასოციაციის, ასევე საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები დაესწრებიან.
მის: თავისუფლების მოედანი N4

16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) დაარსებიდან 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი – კახა კალაძე გახსნის.
ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: თავისუფლების მოედანი N2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები